ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს | Allnews.Ge

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მოაწერეს.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბლდულ ლატიფ ბენ რაშედ ალ-ზაიანის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ 8 შეთანხმების მიღწევა შეძლეს, რომელთა მიზანიც  ქვეყნებს შორის დიპლომატიური, მშვიდობიანი და მეგორბული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

ისრაელის მხრიდან დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეირ ბენ-შაბათმა მოაწერა. მისი თქმით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას არ გაატარებენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება

აშშ-ის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა.