დონალდ ტრამპი - ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია, ბაიდენები ციხეში უნდა ჩავსვათ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია, ბაიდენები ციხეში უნდა ჩავსვათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ოჯახი კორუმპირებულია და ისინი ციხეში უნდა ჩასვან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Newsweek ავრცელებს.

"ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. კორუმპირებული ოჯახი. ბაიდენების ოჯახი ციხეში უნდა ჩავსვათ!" - განაცხადა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

"წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს რომ ის გაეკეთებინათ, რაც ამ ბიჭმა ჰანთმა გააკეთა? ჩემი აზრით, ეს არის კრიმინალური საწარმო... მილიონობით დოლარი,"- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა ჩასვან.

myquiz