დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე უფრო მეტად ცნობილი მხოლოდ იესო ქრისტეა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე უფრო მეტად ცნობილი მხოლოდ იესო ქრისტეა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე უფრო მეტად ცნობილი მხოლოდ იესო ქრისტეა. ამის შესახებ ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვიღაცამ მითხრა: შენ ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. მე ვუთხარი: არა, მე არ ვარ. მათ მკითხეს, აბა ვინ არის უფრო ცნობილი და მე ვუთხარი: იესო ქრისტე", - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიდრე იესო ქრისტეს შესახებ ისაუბრებდა, ტრამპმა წუხილი გამოთქვა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საარჩევნო გუნდის ორი წევრის კორონავირუსით ინფიცირების გამო.

"ნიღბები, ნიღბები... ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა, მაგრამ მისი დახმარება მაინც გჭირდება", - აღნიშნა ტრამპმა და ცისკენ მიუთითა.