თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება- დონალდ ტრამპი

თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთია დამნაშავე და მხოლოდ მის ადმინისტრაციას შეუძლია მათ პასუხი აგებინოს.

„ამერიკელ ხალხს აქვს არჩევანი- აირჩიოს ჩემი პრო-ამერიკული პოლიტიკა ან ის, რომელიც რადიკალი მემარცხენეა და ქვეყანას დაღუპვას მოუტანს. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის არჩევანი სოციალისტურ ღამის კოშმარსა და ამერიკულ ოცნებას შორის.“-განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 20 დღეში ან ჩინეთი დაეპატრონება ამერიკას, ან აშშ თავის სიძლიერეს მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს.

myquiz