კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ ვიგრძენი- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ ვიგრძენი- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. დაინფიცრების შემდეგ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ის თავს უფლებას ვერ მისცემდა თავშესაფარში მჯდარიყო და მოეცადა, რადგან ხალხს უნდა შეხვედროდა.

მე პრეზიდენტი ვარ და ვერ ვიჯდები სარდაფში და ვერ დაველოდები, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ახლა კი იმუნიტეტი მაქვს. მეუბნებიან, რომ იმუნიტეტი მაქვს. შემიძლია, ჩამოვიდე და ყველას ვაკოცო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.