Covid-19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება 28 დღის განმავლობაში შეუძლია- ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტო | Allnews.Ge

Covid-19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება 28 დღის განმავლობაში შეუძლია- ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტო

Covid-19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანებზე, ბანკონტებსა და სხვა ნივთებზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია- ამ ინფორმაციას BBC ავსტრალიის ეროვნულ სამედიცინო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე გადარჩენაზე იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული.  წინა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ბანკნოტებსა და მინაზე ორი ან სამი დღის განმავლობაში, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე ექვს დღე შეუძლია გაჩერდეს.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.