ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში ორმხრივი ავიაიერიში გრძელდება | Allnews.Ge

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში ორმხრივი ავიაიერიში გრძელდება

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ინფორმაციით სომხური მხარის ავიაიერიშების შედეგად 5 ადამიანიდ აიღუპა, 28 კი დაშავდა.

ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების მიუხედავად აზერბაიჯანმა ყარაბაღის ადმინსიტრაციული ცენტრი, სტეპანიაკერტი დაბომბა.

შეგახსენებთ 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ისინი შეთანხმდენენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12 საათიდან შევიდოდა.