პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს- დონალდ ტრამპის ექიმი | Allnews.Ge

პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს- დონალდ ტრამპის ექიმი

პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა შონ კონლმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს უკვე შეუძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.  „დღეს დილით ჩატარებული ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, ის გადამდები აღარ არის“,- განაცხადა მან. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

myquiz