დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები აღარ გაიმართება | Allnews.Ge

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები აღარ გაიმართება

აშშ-ის პრეზდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეტოქეს, პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი მეორე დებატები გაუქმდა, - ამის შესახებ საპრეზიდენტო დებატების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომისიამ აღნიშული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"15 ოქტომბრის დებატები აღარ გაიმართება, ამის ნაცვლად საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ბოლო, 22 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო დებატებს მომზადებაზე გადაიტანა ყურადღება,"-ნათქვამია განცხადებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს თეთრის სახლის აივნიდან მიმართავს. ორშაბათს კი "რესპუბლიკელი" პრეზიდენტი ფლორიდაში გაემგზავრება. ის სანფორდის აეროპორტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.

myquiz