რა ხდებოდა მთიან ყარაბაღში გასული ღამის განმავლობაში? | Allnews.Ge

რა ხდებოდა მთიან ყარაბაღში გასული ღამის განმავლობაში?

ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, ორმხრივი ცეცხლი და საარტილერიო ბრძოლები ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ინტენსიური შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი არმან დერმეიანი და რამდენიმე სომეხი სამხედრო მოსამსახურე.