სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტი განგრენად აქცია- რეჯეფ თაიფ ერდოღანი | Allnews.Ge

სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტი განგრენად აქცია- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„განებივრებული“ სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტი გარკვეული სახის განგრენად აქცია, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების ერთადერთ გზა სომხეთის მიერ ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციის შეწყვეტაა.

„მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სომხეთის მიერ ოკუპირებულია. თურქეთი მხარს უჭერს საკუთარი მიწის გათავისუფლების მიზნით აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.