გადატრიალება ყირგიზეთში- ქვეყნის მართვა ოპოზიციამ საკუთარ თავზე აიღო | Allnews.Ge

გადატრიალება ყირგიზეთში- ქვეყნის მართვა ოპოზიციამ საკუთარ თავზე აიღო

ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში, ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრად კი პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი, სადირ საფაროვი დანიშნეს, რომელიც 11-წლიან სასჯელს 8 წლის წინ ანტისამთავრობო აქციის დროს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის გატაცებისთვის იხდიდა, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის შეცვლის მიზნით ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკის სასტუმროში საგანგებო სხდომა გამართა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა „ძლიერ ლიდერებს“ გადააბაროს.

მისივე თქმით, დემონსტრანტების მიზანი არა არჩევნების შედეგების გაუქმება, არამედ მისი გადაყენება იყო. ყირგიზეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ და მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ.