რატომ შეწყვიტა კორონავირუსის სტიმულირების ახალ პაკეტზე კონგრესთან მოლაპარაკებები დონალდ ტრამპმა? | Allnews.Ge

რატომ შეწყვიტა კორონავირუსის სტიმულირების ახალ პაკეტზე კონგრესთან მოლაპარაკებები დონალდ ტრამპმა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სტიმულირების ახალ კანონპროექტზე კონგრესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

„ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, შეწყვიტონ მოლაპარაკებები არჩევნების დასრულებამდე და როდესაც, როგორც კი გავიმარჯვებ, მივიღებთ სტიმულირების მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება მშრომელ ამერიკელებსა და მცირე ბიზნესზე ”, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ტრამპის გადაწყეტილებას სტიმულირების კანონპოექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ „დემოკრატების“ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, ამ ნაბიჯით ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას ვირუსის დამარცხება არ სურს.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი ფერები: საკუთარი თავი ქვეყნის ხარჯზე პირველ ადგილზე დააყენა. კორონავირუსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოლაპარაკებებზე უარის თქმამ ცხადყო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვირუსის განადგურება არ სურს,“- აღნიშნა პელოსიმ.