აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო- სომხური მედია | Allnews.Ge

აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო- სომხური მედია

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არცახსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეხების ხაზის სამხრეთის მიმართულებით მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სარეზერვო ძალები და დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები და არტილერია, ბრძოლის ველზე გადაისროლა.

"მოწინააღმდეგე უგულებელყოფს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის უსაფრთხოებას,"- წერს ჰოვანისიანი.

myquiz