დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა- არ მისცეთ ვირუსს საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა- არ მისცეთ ვირუსს საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, კოვიდ 19-მა არ შეაშინოთ და ვირუსს მათზე გაბატონების საშუალება არ მისცენ.

„არ მისცეთ მას თქვენზე გაბატონების საშუალება. ნუ გეშინიათ მისი. ვბრუნდებით, ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპს ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ მან პირბადე მოიხსნა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.