სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება | Allnews.Ge

სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთის ჯერმუკის, გაფანისა და ბერდის რეგიონებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის ასეთი კრიმინალური ქმედება აზერბაიჯანს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც, მათი მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.