აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია- ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი | Allnews.Ge

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია- ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია- ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.