დონალდ ტრამპი - გაცილებით უკეთ ვარ, მე მალე დავბრუნდები | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - გაცილებით უკეთ ვარ, მე მალე დავბრუნდები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მისი მკურნალობისთვის მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადასვლის მომენტში თავს არც ისე კარგად გრძნობდა, ახლა კი მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

„მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას ისე, როგორც ის დავიწყეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და მსოფლიო ლიდერებს თანაგრძნობისთვის.