დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვა გრძელდება, არიან დაჭრილები- რა ხდება მთიანი ყარაბაღის რეგიონში? | Allnews.Ge

დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვა გრძელდება, არიან დაჭრილები- რა ხდება მთიანი ყარაბაღის რეგიონში?

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვა გრძელდება.

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სტეპანაკერტის დაბომბვა დაიწყეს. დაბომბვები ჯერ კიდევ გრძელდება. არიან. დაჭრილები. ერთი ჭურვი ქალაქის ცენტრთან ახლოს აფეთქდა,"- აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებაში.

მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყარაბაღში "სასტიკი ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა."