სომხეთის თავდაცვის სამინისტრო- განადგურებულია აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი | Allnews.Ge

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო- განადგურებულია აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი

სამხედრო მოქმედებები ფრონტი ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ოპერატიული-საბრძოლო სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, -ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

myquiz