კიმ ჩენ ინის ბრძანებით, შობის ნაცვლად ქვეყანაში მისი ბებიის დაბადების დღე აღინიშნება | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინის ბრძანებით, შობის ნაცვლად ქვეყანაში მისი ბებიის დაბადების დღე აღინიშნება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქრისტიან მოქალაქეებს უბრძანა, რომ შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე აღენიშნათ.

კიმ ჩენ ინის ბებია 1919 წელს შობის წინა დღეს დაიბადა. ჩენ სუკი პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა.

ჩენ სუკს სამშობლოში რევოლუციის წმინდა დედად მოიხსენიებენ და მას პატივს საფლავზე მისვლით მიაგებენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შობის სიძულვილი 2014 წელსაც დააფიქსირა, როცა შეიტყო, რომ სამხრეთ კორეა საზღვართან აპირებდა ნაძვის ხის აღმართვას.

მიუხედავად შობის მიმართ დიქტატორის ზიზღისა, ნაძვის ხეებს მაინც შეხვდებით ზოგიერთ რესტორანსა და მაღაზიაში, ოღონდ შობის მორთულობა რელიგიური სიმბოლოებისგან სრულიად დაცლილია.