აშშ-ში მცხოვრებმა სომხებმა კალიფორნიაში, აზერბაიჯანის საკონსულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს | Allnews.Ge

აშშ-ში მცხოვრებმა სომხებმა კალიფორნიაში, აზერბაიჯანის საკონსულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს

აშშ-ში მცხოვრებმა სომხებმა კალიფორნიის შტატში, აზერბაიჯანის საკონსულოს წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დემონსტრაციაში მონაწილეობას ასობით ადამიანი იღებდა, რომლებსაც თან სომხეთის დროშები ჰქონდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო აგრესია უნდა შეწყვიტოს. ამასთან, დემონსტრანტები აშშ-ის ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

myquiz