საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა- რა ხდება მთიან ყარაბაღში? | Allnews.Ge

საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა- რა ხდება მთიან ყარაბაღში?

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მისივე თქმით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ფრონტის ხაზზე დაძაბულობა შენარჩუნებულია. ტაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მოწინააღმდეგემ სცადა გარკვეული გადაჯგუფების განხორციელება და სამხედროების გადაყვანა, რაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ნაწილებმა დროულად აღმოაჩინეს და აღკვეთეს,"- წერს ჰოვანისიანი.