სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი და პუტინის ლეკვი უწოდა | Allnews.Ge

სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი და პუტინის ლეკვი უწოდა

სატელევიზიო დებატების დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეაჩერა, რადგან ტრენინგების დროს ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა. რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.

„ამას სხვა არავინ გააკეთებდა, ის უბრალოდ რასისტია. ეს პრობლემები ქვეყანაში არსებობს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის შეურაცხმყოფელი სხვებისთვის. დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის ადამიანებს ზემოდან უყურებს“-განაცხადა მან.

ამასთან, დებატების დროს ბაიდნემა ტრამპი  რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

„ტრამპის პრეზიდენტობისას ჩვენ უფრო სუსტი, ღარიბები და დაყოფილები გავხდით. ფაქტია, რომ პირისპირ ვხვდებოდი ვლადიმერ პუტინს და მკაფიოდ ვეუბნებოდი მას, რომ მისგან არაფერს მოვითმენთ. ტრამპი პუტინის ლეკვია. უარს ამბობს რამე უთხრას პუტინს იმაზე, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდირებაზე ჯილდო დააწესეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.