მთიან ყარაბაღში შესაძლოა, რუსეთმა სამშვიდობო ძალები განათავსოს- სერგეი მირონოვი | Allnews.Ge

მთიან ყარაბაღში შესაძლოა, რუსეთმა სამშვიდობო ძალები განათავსოს- სერგეი მირონოვი

რუსეთის პარტია „სპრავედლივაია რასიას“ ლიდერი სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთიან ყარაბაღში შესაძლოა, შეყვანილი იყოს რუსეთის სამშვიდობო ძალები. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გარე ძალები - აქ ადვილია მიხვედრა, რომ ეს რაიმე აბსტრაქტული ძალები არ არის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი აშკარად ხელს უწყობს ამ კონფლიქტის, გაღვივებას. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალების შეყვანა საჭირო იქნება მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ“ , - განაცხადა მირონოვმა.

myquiz