კორონავირუსის გამო მოსკოვის სკოლებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა | Allnews.Ge

კორონავირუსის გამო მოსკოვის სკოლებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კორონავირუსის გამო დედაქალაქის სკოლებში საშემოდგომო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არდადეგები, რომელიც 7-დან 11 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადებულიყო, 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში სწავლა დისტანციურ რეჟიმი არ იქნება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.