არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო - კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა | Allnews.Ge

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო - კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათის ბრძოლებს კიდევ 28 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

მანამდე დე ფაქტო სამინისტრომ 31 დაღუპულის სახელები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.