ირანი და რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ | Allnews.Ge

ირანი და რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ

ირანი და რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთში ირანის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს ვესაუბრე. ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე რაუნდიანი კონსულტაციები გამართეს და განვაცხადეთ, რომ ვითანამშრომლებთ,"- აღნიშნა რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალალიმ.

ცნობისათვის, ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთმა შეთანხმება უკვე გააფორმა ინდოეთთან. შეთანხმება რუსული ვაქცინა Sputnik-V-ის 300 მილიონი დოზის წარმოებას ითვალისწინებს.

myquiz