საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა | Allnews.Ge

საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 16 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების დროიდან ეს რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, წინა რეკორდი ქვეყანაში 19 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსის 13 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, კოვიდ 19-ს საფრანგეთში 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 31 511-ს მიაღწია.

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 4 250 პაციენტი გადაიყვანეს, აქედან 718 - რეანიმაციულ განყოფილებებში მოათავსეს.

ინფიცირების 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გაერთიანებულ სამეფოში, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 41 902-მდე გაიზარდა.

myquiz