ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ევროკავშირში მარტში გამოჩნდება | Allnews.Ge

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ევროკავშირში მარტში გამოჩნდება

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის მარტში. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა განაცხადა.

"იდეაში, პირველი ვაქცინა იქნება Sanofi-ის მიერ წარმოებული და გამოჩნდება მარტში აქ, ბელგიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში", - განაცხადა მინისტრმა ხუთშაბათს ადგილობრივი ტელეკომპანია RTBF-ის ეთერში.

მისი თქმით, პირველად ვაქცინას მიღებენ მედიკოსები და ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეები.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან, მათ შორის Sanofi-სთან, რათა მოხდეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინის შეძენა.