Reuters - დონალდ ტრამპმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ვალდებულებაზე უარი განაცხადა | Allnews.Ge

Reuters - დონალდ ტრამპმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ვალდებულებაზე უარი განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ნოემბრის არჩევნებში წაგების შემთხვევაში დემოკრატ კონკურენტ ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ვალდებულებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

"ვნახოთ, რა მოხდება", - უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობა და შეშფოთება გამოხატა ფოსტის საშუალებით ხმის მიცემასთან დაკავშირებით.

"საარჩევნო ბიულეტენები კატასტროფაა", - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

myquiz