მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა | Allnews.Ge

მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მინსკის ცენტრალურ ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც გამარჯვების პარკში გეგმავენ შეკრებას.

ეს ადგილი თვენახევრის განმავლობაში საპროტესტო აქციების ეპიცენტრია მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს.

პარკში შეკრებილები სკანდირებენ "წადი!"

სამართალდამცველებს გამარჯვებულთა პროსპექტი ნაწილობრივ გადაკეტილი აქვს. ამ დროისთვის მინსკის ცენტრში მობილური ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.