ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებში ჯო ბაიდენს უფრო მეტი პოტენციური ამორჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე დონალდ ტრამპს | Allnews.Ge

ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებში ჯო ბაიდენს უფრო მეტი პოტენციური ამორჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე დონალდ ტრამპს

Reuters-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატ ჯო ბაიდენს ვისკონსინის შტატში პოტენციური ამომრჩევლების 48% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 43%.

გარდა ამისა, შტატში გამოკითხული პოტენციური ამომრჩევლების 48% მიიჩნევს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 40% - კი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აჯობებს.

რაც შეეხება პენსილვანიის შტატს, იქ ჯო ბაიდენს გამოკითხულთა 49% პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 46%. გარდა ამისა, 48% აცხადებს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 44%-ს კი მიაჩნია, რომ პანდემიას დონალდ ტრამპი უკეთეს შეებრძოლება.

Reuters-ი პოტენციური ამომრჩევლების ონლაინ გამოკითხვას 6 შტატში: ვისკონსინში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლიკაში, ფლორიდასა და არიზონაში ატარებს. ოთხ შტატში ჩატარებული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.