სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას მეტი გაბედულობა გამოიჩინონ | Allnews.Ge

სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას მეტი გაბედულობა გამოიჩინონ

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას უფრო მეტად გაბედულები იყვნენ.

"ევროკავშირის ლიდერებს ვთხოვ, უფრო გაბედულები იყვნენ. სანქციები ჩვენს ბრძოლაში მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს იმ ზეწოლის ნაწილია, რამაც შესაძლოა, ე.წ. ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგიდ დაიწყება აიძულოს", - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირი 40-მდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. ბლოკის განმარტებით, სასანქციო სიაში, ამ ეტაპზე, ალექსანდრე ლუკაშენკო არ შედის, თუმცა მომავალში სია, შესაძლოა, გაფართოვდეს. სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო, თუმცა გადაწყვეტილება ორჯერ დაბლოკა კვიპროსმა, რომელიც რამდენიმე თურქული კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.