სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა, ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან- ილჰამ ალიევი | Allnews.Ge

სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა, ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან- ილჰამ ალიევი

სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცხადა.

"სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების მიმართ აისახება მათ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და გავაფრთხილო ისინი, რომ თუ უარს არ იტყვიან თავიანთ გეგმებზე, ეს მათ ძალიან სერიოზულ შედეგებს მოუტანს ", - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი თავს დაიცავს.

"ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი თოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. თოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.