ბელარუსში ქალების საპროტესტო მსვლელობისას 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს | Allnews.Ge

ბელარუსში ქალების საპროტესტო მსვლელობისას 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ქალმა მიიღო. პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ვიასნას" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

ცნობისათვის, ბელარუსში დაპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

myquiz