დანია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს | Allnews.Ge

დანია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

დანია, ბოლო დროს დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 19 სექტემბრიდან ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წესების თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება, ბარები და რესტორნები კი ქვეყანაში ღამის 10 საათზე დაიკეტება.

Worldometers-ის მონაცემებით, დანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 21 847 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 635 ადამიანი ემსხვერპლა.