კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე კვირაში გვექნება- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე კვირაში გვექნება- დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება სამ-ოთხ კვირაში. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა საჯარო დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც "ABC News"-ის მიერ იყო ორგანიზებული.

"წინა ადმინისტრაციას წლები დასჭირდებოდა იმისთვის, რომ ვაქცინა მიეღოთ - სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს და ყველა შეთანხმების გამო. ჩვენ კი კვირები გვჭირდება მის მისაღებად. იცით, ეს შეიძლება იყოს სამი კვირა, ოთხი კვირა" , - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ცნობილია აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პროგნოზი. მისი თქმით, მომავალი ვაქცინა დამტკიცდება წლის ბოილოს, ხოლო ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება 2021 წელს.

myquiz