იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს | Allnews.Ge

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს.

BBC-ის ინფორმაციით ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერად დაასახელეს, დღეს კი სუგას კანდიდატურას ხმა პარლამენტში უყარეს.

უახლოეს მომავალში პრემიერ-მინსიტრი მინისტრთა ახალ კაბინეტს დაასახელებს, რის შემდეგაც იაპონიის იმპერატორი მას საიმპარატორო სასახლეში საზეიმო შეხვედრას მოუწყობს.

იოშიჰიდე სუგას არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. ბოლო რამდენიმე წელი ის მთავრობის კაბინეტის მდივნის ფუნქციას ასრულდებდა, რაც პრემიერ-მინისტრის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მაღალი თანამდებობაა.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოსტის დატოვების მიზეზად აბემ ჯანმრთელობის მდოგმარეობის გაუარესება დაასახელა.