ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს | Allnews.Ge

ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

"ჩვენთვის ბელარუსში არსებული სიტუაცია ნათელია. ჩვენ 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მივიჩნევთ და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ,"- აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

მისივე თქმით, ბელარუსში დაკავებულია 7 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი და ასევე არსებობს წამების 500-მდე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.