"აპოკალიფსი კალიფორნიაში"- მასშტაბური ხანძრების შედეგად სან-ფრანცისკოში ცა ალისფერი გახდა (ფოტოები) | Allnews.Ge

"აპოკალიფსი კალიფორნიაში"- მასშტაბური ხანძრების შედეგად სან-ფრანცისკოში ცა ალისფერი გახდა (ფოტოები)

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, რის შედეგადაც ქალაქ სან-ფრანცისკოში ცა ალისფერი გახდა.

ამასთან, აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 28-ს მიაღწია.

მათგან 19 ადამიანი კალიფორნიის შტატში დაიღუპა და 8 - ორეგონში, მათ შორის მოზარდი ბიჭი. ვაშინგტონის შტატში ცეცხლს 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი, ათასობით მაცხოვრებელი კი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, კალიფორნიის, აიდაჰოს, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების უმეტეს ნაწილში კვამლის გამო ჰაერი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

იხილეთ ფოტოები სტიქიური უბედურების ადგილიდან:

myquiz