დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „საცოდავი არსება“ უწოდა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „საცოდავი არსება“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნევადას შტატს ესტუმრა და მხარდამჭერებს შეხვდა.

"ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, ამერიკაც იმარჯვებს", - აღნიშნა ტრამპმა.

მან სიტყვით გამოსვლისას, ტრადიციულად გააკრიტიკა მთავარი ოპონენტი "დემოკრატი" ჯო ბაიდენი და მას "საცოდავი არსება" უწოდა.

"ჯო ბაიდენს არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, რადგან მას ნამდვილად არ სჯერა ჩვენი ქვეყნის. ის არის ყველაზე ცუდი კანდიდატი საპრეზიდენტო პოლიტიკის ისტორიაში", - აღნიშნა ტრამპმა.

"როიტერტს" ინფორმაციით, წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ნევადას შტატში ტრამპს ჯო ბაიდენი უსწრებს. ტრამპი საარჩევნო ტურნეს კალიფორნიის შტატში გააგრძელებს, სადაც 30-მდე კერაზე ხანძრები მძვინვარებს.

myquiz