მაიკ პომპეო - ვაშინგტონი ღრმად არის შეშფოთებული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებებით | Allnews.Ge

მაიკ პომპეო - ვაშინგტონი ღრმად არის შეშფოთებული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები "ღრმად არის შეშფოთებული" ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში თურქეთის ქმედებების გამო. ამის შესახებ პომპეომ კვიპროსში ვიზიტისას განაცხადა.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული თურქეთის მიმდინარე ოპერაციებით ბუნებრივი რესურსების ძიების მხრივ იმ ტერიტორიებში, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და კვიპროსის იურისდიქციას წარმოადგენს. ამ რეგიონის ქვეყნებმა უსაფრთხოებასთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებული უთანხმოება დიპლომატიური გზით, მშვიდობიანად უნდა მოაგვარონ", - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით აშშ და კვიპროსი აძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით, ამასთან ვაშინგტონი კვიპროსში ახალ სასწავლო ცენტრს ააშენებს.

შეგახსენებთ, თურქეთთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაზისა და ნავთობის საძიებო სამუშაოები გაააქტიურა. აღნიშნულ ტერიტორიებზე პრეტენზიას აცხადებენ საბერძნეთი და კვიპროსი. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.

myquiz