აქტივისტებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და არეულობის მოწყობა სცადს- რა ხდება პარიზში, სადაც "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის აქცია იმართება | Allnews.Ge

აქტივისტებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და არეულობის მოწყობა სცადს- რა ხდება პარიზში, სადაც "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის აქცია იმართება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ქალაქის 2 სკვერში შეიკრიბნენ და პარიზის ცენტრისკენ მსვლელობა გამართეს. აქტივისტების ნაწილმა მარშრუტს გადაუხვია და ავტომობილსა და ნავის ურნებს ცეცხლი წაუკიდა, რასაც სამართალდაცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.

პოლიციამ 150-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.

შეგახსენებთ, პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის საპრტოესტო აქციები 2 წლის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწვავზე ფასის ზრდა დააანონსა.