ესპანეთის პრინცესა კარანტინში გადაიყვანეს | Allnews.Ge

ესპანეთის პრინცესა კარანტინში გადაიყვანეს

ესპანეთის მეფე ფილიპეს 14 წლის შვილი, პრინცესა ლეონორი კარანტინში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პრინცესას თანაკლასელს მადრიდის სანტა მარია დე-ლოს როზალესის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანეთში სკოლები გასულ კვირას გაიხსნა, თუმცა მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ზოგიერთი ისევ დახურეს.

ესპანეთში გუშინ კორონავირუსის 4 708 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566 326-მდე გაიზარდა, აქედან 29 747 ადამიანი დაღუპულია. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი პირველ ადგილზეა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

 

 

myquiz