რა ხდება ორეგონის შტატში, სადაც ხანძრის შედეგად დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ | Allnews.Ge

რა ხდება ორეგონის შტატში, სადაც ხანძრის შედეგად დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ხანძრის შედეგად ათობით ადამიანია დაკარგული, ათასობით მოქალაქეს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა, - ამის შესახებ შტატის გუბერტნატორმა ქეით ბრაუნმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, სტიქიის ზონას თავი აარიდონ. გუბერნატორმა კომენტარი მაროდიორობის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფომაციაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები სიტუაციას აკონტროლებენ.

"ვიცი, რომ მითქმა-მოთქმა მარადიორობის შესახებ განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ორეგონის ეროვნული გვარდია და ორეგონის სახელმწიფო პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს და მარადიორობის ფაქტების აღკვეთას ახორციელებს,"- განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, შტატში სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება 40 000 ადამიანისთვისაა გაცემული. ევაკუაციის რეკომენდაცია კი 500 000-ზე მეტი მოქალაქეს მისცეს. შეგახსენებთ, აშშ-ის 12 შტატში ტყის ხანძრის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. Usatoday-ის ინფორმაციით, წელს, ხანძრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

myquiz