რუსეთი არცერთი ქვეყნის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა- მარია ზახაროვა | Allnews.Ge

რუსეთი არცერთი ქვეყნის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა- მარია ზახაროვა

რუსეთი არც აშშ-ს და არც სხვა ქვეყნის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც ის ვაშინგტონის მიერ რუსეთის სამი მოქალაქის წინააღმდეგ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებისკენ მიმართულ პოლიტიკას.

"ვაშინგტონი აჩვენებს, რომ მას ორმხრვი ურთიერთობების გაუარესებისკენ მიმართული პოლიტიკის გატარება სურს. ეს სამწუხაროა. რუსეთი არც აშშ-სა და არც სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა. ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია ამერიკელებისთვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მშვიდად და არაპოლიტიზირებული წესით, თავაზიანი დიალოგის საშუალებით განვიხილოთ და გადავჭრათ, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ", - განაცხადა ზახაროვამ.

myquiz