მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპა სოლიდარობის გამომხატველი სიტყვებიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეს- საბერძნეთის პრემიერი | Allnews.Ge

მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპა სოლიდარობის გამომხატველი სიტყვებიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეს- საბერძნეთის პრემიერი

საბერძნეთი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, მიგრანტებთან დაკავშირებით სოლიდარობის გამომხატველი სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდნენ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მიგრანტების კრიზისი ევროპის პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად კონკრეტული მოქმედებებია საჭირო.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 000 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი მზად არიან, 400 არასრულწლოვანი მიგრანტი შეიფარონ. 50 მიგრანტი ბავშვისა და მათი ოჯახების მისაღებად მზაობა კი ნიდერლანდებმა გამოთქვა.

myquiz