მასშტაბური ხანძარი კალფორნიაში, რომლიც გამოც 500 000 ადამიანის ევაკუაცია განხორცილდა | Allnews.Ge

მასშტაბური ხანძარი კალფორნიაში, რომლიც გამოც 500 000 ადამიანის ევაკუაცია განხორცილდა

აშშ-ში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წელს ხანძარს 19 ადამიანი კალიფორნიის შტატში ემსხვერპლა, 3 - ორეგონში, ვაშინგტონში კი 1 წლის ბავშვი დაიღუპა, რომლის მშობლებსაც ძლიერი დამწვრობა აქვთ მიღებული.

ორეგონის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის გამო 500 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, რაც შტატის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 10 %-ს შეადგენს. მდგომარეობას ძლიერი ქარიც ართულებს.

ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქარის შესუსტებაა მოსალოდნელი. წელს კალიფორნიაში ტყის ხანძრებისგან 12 546 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიწვა. მეხანძრეები ამჟამად აშშ-ის 12 შტატში ხანძრის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან.

myquiz