გერმანელებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა უფრო აშინებთ, ვიდრე კორონავირუსი- როიტერსი | Allnews.Ge

გერმანელებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა უფრო აშინებთ, ვიდრე კორონავირუსი- როიტერსი

გერმანელებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე კორონავირუსის, რომელმაც ევროპის ეკონომიკას უდიდესი ზარალია მიაყენა. "როიტერსის" ინფორმაციით, ამას მოწმობს გერმანელთა განწყობის შესახებ "R + V Insurance Group" -ის ბოლო ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც ივნის-ივლისის პერიოდში ჩატარდა.

შიშმა იმის შესახებ, რომ ტრამპის პოლიტიკა მსოფლიოს გაცილებით საშიშად აქცევს, დაჩრდილა ეკონომიკური საფრთხეები: გამოკითხულთა 53 %-მა ეს საკითხი პირველ ადგილზე დააყენა.

კორონავირუსმა ამ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა და მხოლოდ გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ აშფოთებთ, როდესაც ის, ვისაც კარგად იცნობენ, კორონავირუსით ავადდებიან.

გამოკითხვაში არ ჩანს, ტრამპის პოლიტიკის რა ასპექტები აშფოთებთ გერმანელებს.

myquiz